ავტორიზაცია

რონალდ კუმანი: "მეც მინდა გუნდში მბაპე მყავდეს"

რონალდ კუმანი: "მეც მინდა გუნდში მბაპე მყავდეს"
თარიღი 28 აგვ 2021, 14:39

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, მადრიდის „რეალში“ კილიან მბაპეს შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

„სამეფო კლუბმა“ „პარი სენ ჟერმენს“ თავისი ერთ-ერთი ლიდერის სანაცვლოდ, რომელსაც მომავალ ზაფხულს კონტრაქტი უმთავრდება, 170+10 (ბონუსები) მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა მეორე დღეა ფრანგებისგან პასუხს არ იღებს.

„თუ რეალს საამისოდ ფული გააჩნია, იყიდოს მბაპე. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთსო ფეხბურთელია და მეც სიამოვნებით ვიხილავდი კილიანს ჩემს გუნდში.“ - აღნიშნა კუმანმა.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რაღაც სამი დღეა დარჩენილი, თუმცა კლუბებს შორის მოლაპარაკებები ჯერ უშედეგოა.

პირველი შეთავაზება „რეალმა" 23 აგვისტოს გააკეთა, როცა „პსჟ-ს" 160 მლნ ევრო შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. მეორე შემოთავაზებას მადრიდელებმა 20 მილიონი ევრო დაამატეს, საიდანაც 10 - ბონუსებია.