ავტორიზაცია

0 ქულა, 0 გოლი და ურთულესი მესამე ტური! სიტი V არსენალი [სასტარტო შემადგენლობები]

0 ქულა, 0 გოლი და ურთულესი მესამე ტური! სიტი V არსენალი [სასტარტო შემადგენლობები]
თარიღი 28 აგვ 2021, 15:01

ცნობილი გახდა „სიტისა“ და „არსენალის“ სასტარტო შემადგენლობები პრემიერ ლიგის მესამე ტურის მატჩის წინ.

„სიტი“: ედერსონი, უოკერი, დიაში, ლაპორტი, კანსელუ, როდრიგო, გუნდოგანი, ბერნარდო სილვა, გრილიში, ტორესი, ჟესუსი

„არსენალი“: ლენო, ჩემბერსი, ჰოლდინგი, კოლაშინაცი, სედრიკი, ჰაკა, სმიტ როუ, ტირნი, საკა, ოდეგორი, ობამეიანგი.

პრემიერ ლიგის საწყისი ორი ტურის შემდეგ „სიტის“ ანგარიშზე 3 ქულაა - გუნდი პირველ ტურში „ტოტენნჰემთან“ დამარცხდა (0:1) შემდეგ კი „ნორვიჩი“ გაანადგურა (5:0).

რაც შეეხება „არსენალს“, გუნდმა თავის ისტორიაში პირველად ტურნირი ორი ტურის შემდეგ 0 ქულით და 0 გატანილი გოლით დაიწყო - გუნდი ჯერ „ბრენტფორდთან“ დამარცხდა (0:2), შემდეგ კი ანალოგიური ანგარიშით „ჩელსისთან“ ლონდონური დერბი წააგო.

მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.