ავტორიზაცია

დეტალები ცნობილია — იუვენტუსმა პსჟ-ს იკარდის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა

დეტალები ცნობილია — იუვენტუსმა პსჟ-ს იკარდის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა
თარიღი 28 აგვ 2021, 15:48

"იუვენტუსმა" "პსჟ"-ს თავდამსხმელ მაურო იკარდის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა.

ტურინული გრანდი მზად არის 28 წლის არგენტინელი იჯარით დაიმატოს, შემდგომი შესყიდვის უფლებით, იტყობინება ჟურნალისტი, რომეო აგრესტი.

ახლა კი, "ბიანკონერი" ფრანგული მხარისგან გადაწყვეტილებასა და პასუხს ელოდება.

იკარდი "პსჟ"-ში მილანის "ინტერიდან" გადავიდა. პარიზელთა რიგებში მას ყველა ტურნირზე ერთად 66 მატჩი აქვს ჩატარებული, 35 გოლი გატანილი და 10 შედეგიანი პასი გაკეთებული.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა არგენტინელს "პარი სენ ჟერმენთან" სამ წელიწადში ეწურება.

მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, იკარდი ტრავმირებულია, მაურო ლიგა 1-ის ეგიდით "ბრესტთან" (4:2) გამართულ მატჩში დაშავდა და მისი დაბრუნება სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება.