ავტორიზაცია

VIDEO: განრისხებული სუპერ მარიო — ბალოტელიმ შეცვლის შემდეგ ემოციები ვერ მოთოკა

თარიღი 28 აგვ 2021, 16:15

"ადანა დემირსპორის" თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ თურქეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში "კონიასპორთან" გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

თუმცა, აღნიშნული დაპირისპირების 57-ე წუთზე, იტალიელი ფორვარდი შეცვალეს.

"სუპერ მარიო" სამწვრთნელო შტაბის ამ გადაწყვეტილებით განრისხდა და სათადარიგოთა სკამზე ემოციები ვერ მოთოკა.

მოგეხსენებათ, 31 წლის თავდამსხმელი თურქეთში ამ ზაფხულს გადაბარგდა. ჩატარებულ 3 მატჩში მან თავი ერთი შედეგიანი პასით გამოიჩინა.