ავტორიზაცია

VIDEO: ნამდვილი შოუ ეტიჰადზე და 5:0! — მანჩესტერ სიტიმ არსენალს გადაურბინა

VIDEO: ნამდვილი შოუ ეტიჰადზე და 5:0! — მანჩესტერ სიტიმ არსენალს გადაურბინა
თარიღი 28 აგვ 2021, 17:32

ინგლისის ჩემპიონატის მესამე ტურის ეგიდით, "მანჩესტერ სიტიმ" შინაურ კედლებში ლონდონის "არსენალს" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება "ქალაქელთა" გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა - 5:0.

ანგარიში შეხვედრის დებიუტშივე გაიხსნა - მე-7 წუთზე, "მეთოფეთა" კარი ილკაი გიუნდოგანმა აიღო. ზუსტად 5 წუთში თავი ფერან ტორესმაც გამოიჩინა.

35-ე წუთზე, "არსენალს" გრანიტ ჯაკა გაუძევეს, რომელმაც პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. 43-ე წუთზე კი გაბრიელ ჟეზუსმა სხვაობა გამანადგურებელი გახადა.

ლონდონელთა ტანჯვა ამით არ დასრულებულა - 53-ე წუთზე, მიკელ არტეტას შეგირდებს როდრიმ გაუტანა, საბოლოო შედეგი 84-ე წუთზე ფერან ტორესმა დააფიქსირა, ესპანელმა ფეხბურთელმა დუბლი გაიფორმა.

ამ გამარჯვების შემდეგ, პეპ გვარდიოლას "სიტის" აქტივში სამ მატჩში მოპოვებული 6 ქულაა, "არსენალს" კი სამივე შეხვედრა წაგებული აქვს და ჯერ ერთი ქულაც არ აუღია.

ვიდეომიმოხილვა