ავტორიზაცია

მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაზეა — ჩელსი მალე მორიგ ტრანსფერს დახურავს

მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაზეა — ჩელსი მალე მორიგ ტრანსფერს დახურავს
თარიღი 28 აგვ 2021, 17:46

"სევილიას" ცენტრალური მცველი, ჟიულ კუნდე "ჩელსიში" გადასვლასთან არის ახლოს, იტყობინება ავტორიტეტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბები მოლაპარაკებების დასკვნით სტადიაზე იმყოფებიან.

როგორც აღინიშნება, ლონდონელები მზად არიან 22 წლის ფრანგში 50 მილიონი ევრო გადაიხადონ, როცა ესპანურ კლუბს მეტის მიღება სურს.

გასულ სეზონში კუნდემ ყველა ტურნირზე ერთად 49 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.

"არისტოკრატთა" პოტენციურმა ახალწვეულმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა - პორტუგალიის (2:2) წინააღმდეგ.