ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია — ინტერში ლაუტარო მარტინესის წლიური ხელფასის ოდენობა გაირკვა

შეთანხმება მიღწეულია — ინტერში ლაუტარო მარტინესის წლიური ხელფასის ოდენობა გაირკვა
თარიღი 28 აგვ 2021, 18:40

"ინტერმა" თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესთან ახალი კონტრაქტის პირობებზე კომპრომისს მიაღწია.

23 წლის არგენტინელი "ნერაძურიში" წლიური ხელფასის სახით ბონუსების გარეშე 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, წერენ იტალიურ პრესაში.

აქამდე, მილანელთა რიგებში ლაუტაროს წლიური ანაზღაურება 3,5 მილიონს შეადგენდა + ბონუსები.

2020/21 წლების სეზონში მარტინესმა "ინტერის" მაისურით 48 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 19 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა ლაუტაროს კლუბთან 2023 წლამდე აკავშირებს.