VIDEO: დრამა ენფილდზე - ლივერპულმა რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად ჩელსი ვერ გატეხა
პრემიერ ლიგის მე-3 ტურში „ლივერპულმა“ საკუთარ კედლებში „ჩელსის“ უმასპინძლა.
შეხვედრა „ენფილდზე“ გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა.
ანგარიში 22-ე წუთზე რის ჯეიმსის პასით კაი ჰავერცმა გახსნა. თითქოს, ტაიმი ასეც უნდა დასრულებულიყო, თუმცა მთავარი დრამა არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში მოხდა.
45+3 წუთზე რის ჯეიმსმა კარის ხაზზე ხელით ითამაშა, რის გამოც პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო და „ჩელსის“ კარში პენალტი დაინიშნა.
45+5 წუთზე მო სალაჰმა თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია და ტაიმი ფრედ დაასრულა.
სრული მეორე ნახევარი მერსისაიდელებმა რიცხობრივი უპირატესობით გაატარეს, მაგრამ მეტოქის კარის აღება მაინც ვერ მოახერხეს და შეხვედრა ასეც დასრულდა.
სამი ტურის შემდეგ „ჩელსის“ და „ლივერპულის“ ანგარიშზე სრული თანაფარდობაა: 7-7 ქულა, 6 გატანილი და 1 გაშვებული გოლი.