ავტორიზაცია

VIDEO: ლევანგოლსკი შეუჩერებელია, მორიგი ჰეთ-ტრიკი! ბაიერნმა ჰერტა გაანადგურა

თარიღი 28 აგვ 2021, 22:40

ბუნდესლიგის მე-3 ტურში „ბაიერნმა“ „ჰერტა“ 5:0 გაანადგურა.

მატჩში მე-6 წუთზე ანგარიში თომას მიულერმა გახსნა, 35-ზე რობერტ ლევანდოვსკიმ სხვაობა ორამდე გაზარდა.

49-ზე მუსიალამ ანგარიში უკვე გამანადგურებელი გახადა, შემდეგ კი ლევანდოვსკიმ 70-ე და 84-ე წუთებზე ჰეთ-ტრიკი გაიფორმა და „ჰერტას“ განადგურებას წერტილი დაუსვა.

სამი ტურის შემდეგ „ბაიერნი“ 8 ქულით მეორე ადგილს იკავებს და „ლევერკუზენს“ ჩამორჩება, „ჰერტა“ კი 0 ქულით ბოლო ადგილზეა.