ავტორიზაცია

VIDEO: სარის ლაციო დაფრინავს - სპეცია განადგურებულია, იმობილეს ჰეთ-ტრიკი

თარიღი 28 აგვ 2021, 23:03

სერია ა-ს მეორე ტურში „ლაციომ“ შინ „სპეცია“ 6:1 გაანადგურა.

შეხვედრაში ჩირო იმობილემ ჰეთ-ტრიკი შეასრულა, თანაც პირველივე ტაიმში - იტალიელმა გოლები 5, 15 და 45+2 წუთებზე გაიტანა. 

საინტერესოა, რომ ანგარიში მე-4 წუთზე სტუმრებმა გახსნეს, თუმცა ამის შემდეგ საკუთარ კარში 6 გოლი მიიღეს.

მეორე ნახევარში გოლები ფილიპე ანდერსონმა, ჰიუსაიმ და ლუის ალბერტომ შეაგდეს და „სპეციას“ განადგურებაც გააფორმეს.

მაურიციო სარის გუნდმა ორ მატჩში მეორე გამარჯვება მოიპოვა და 6 ქულით ცხრილის სათავეში იმყოფება.