ოფიციალურად: ფრანგმა მცველმა ჩელსი დატოვა
ლონდონის „ჩელსის“ ფრანგი მცველი, კურტ ზუმა კარიერას სხვა ლონდონურ გუნდში გააგრძელებს.
„ვესტ ჰემმა“ ზუმას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა - „ჩაქუჩებს“ მისი ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდათ.
თავად ფეხბურთელმა გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„ჩელსიში“ ზუმამ 7.5 წელი გაატარა და გუნდთან ერთად არაერთი ტიტულის მოგება მოახერხა.
თავის მხრივ, „ჩელსი“ აქტიურად ცდილობს „სევილიადან“ ასევე ფრანგი მცველი ჟულ კუნდე გადაიბიროს.