ავტორიზაცია

VIDEO: ჭიკაძის საოცარი გამარჯვება - ბარბოსა მესამე რაუნდში განადგურდა!

თარიღი 29 აგვ 2021, 09:14

UFC-ის მეინ ივენთზე გიგა ჭიკაძემ ედსონ ბარბოსა დაამარცხა. ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიელი მოწინააღმდეგე მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

"ნინძამ"  ყველა რაუნდი ბრწყინვალედ ჩაატარა. ქართველმა მებრძოლმა მოწინააღმდეგეს რამდენიმე ძლიერი დარტყმა მიაყენა, რამაც ბარბოზას პრობლემები შეუქმნა. ბრაზილიელმა მაქსიმუმი გააკეთა, რათა ბრძოლა გაგრძელებულიყო, თუმცა ჭიკაძემ მოპოვებული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა და შეხვედრის მთავარი არბიტრი იძულებული გახდა, ბრძოლა შეეჩერებინა.