ავტორიზაცია

"მბაპე? ეს კლუბის საქმეა", - ანჩელოტიმ ბეტისთან გამარჯვება შეაფასა და აღიარა, რომელ პოზიციაზე უფრო მოსწონს დავიდ ალაბა

"მბაპე? ეს კლუბის საქმეა", - ანჩელოტიმ ბეტისთან გამარჯვება შეაფასა და აღიარა, რომელ პოზიციაზე უფრო მოსწონს დავიდ ალაბა
თარიღი 29 აგვ 2021, 10:09

კარლო ანჩელოტიმ რეალის ბეტისთან მოპოვებული მინიმალური გამარჯვება შეაფასა:

„რთული თამაში გამოვიდა, მეორე ტაიმი უკეთ გავაკონტროლეთ. ყველაფერში გავუმჯობესდით, პრესინგში, გადაცემებში. თამაში ლამაზი სანახავი არ ყოფილა, მაგრამ კარგი მშრალად შევინახეთ, რაც მნიშვნელოვანია. პირველ ნახევარში დაცვის მხრივ ინტენსივობის ნაკლებობა იყო, ჩვენ მეტი შეგვიძლია.“

„ბენზემა? პირველ ტაიმში ყველაფერი უფრო რთულად იყო და ბენზემასაც უჭირდა, რადგან ბურთის გარეშე უწევდა ყოფნა. მეორე ნახევარში კი მან შესანიშნავი პასით გადამწყვეტი როლი შეასრულა. როგორც ყოველთვის.“

„სად მომწონს ალაბა უფრო მეტად? ცენტრალურ მცველად.“

„ვინისიუსი? კარგი მატჩი ჩაატარა და შეუძლია სასტარტო შემადგენლობის წევრი იყოს. ისევე, როგორც აზარს.“