ერლინგ ჰოლანდმა პსჟ-ში გადასვლაზე უარი თქვა
დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა, „პსჟ-ში“ გადასვლაზე უარი თქვა.
ჟურნალისტ რუდი გალეტის ინფორმაციით, ნორვაგიელი ფეხბურთელისთვის პარიზი პრიორიტეტული არ არის.
„პსჟ ჰოლანდს კილიან მბაპეს შემცვლელად მოიაზრებდა, რომელსაც „რეალს“ უკავშირებენ. თუმცა, თავად ჰოლანდმა კიდევ ერთი წლით „დორტმუნდში“ გაჩერება და ამის შემდეგ მადრიდის „რეალში“ გადასვლა გადაწყვიტა.
გავრცელებული ინფორმაციით, „პსჟ“ მზად იყო დორტმუნდის „ბორუსიასთვის“ ჰოლანდის სანაცვლოდ 200-მდე მილიონი ევრო გადაეხადა - ის თანხა, რომელსაც ისინი მადრიდის „რეალისგან“ მბაპეს სანაცვლოდ ითხოვენ.
მომავალი ზაფხულიდან, ჰოლანდის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევრო იქნება.