ავტორიზაცია

"რონალდუ ჩვენ კონკურენტთან ითამაშებს? არა, ჩვენი კონკურენტი ბრაიტონია", - არსენალის ქომაგი

"რონალდუ ჩვენ კონკურენტთან ითამაშებს? არა, ჩვენი კონკურენტი ბრაიტონია", - არსენალის ქომაგი
თარიღი 29 აგვ 2021, 17:38

პორტუგალიურ გადაცემა TVI-ზე გამოვიდა სიუჟეტი, რომელშიც ლისაბონელი გულშემატკივარი კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ დაბრუნებაზე საუბრობს.

„თქვენ რონალდუს გულშემატკივარი ხართ?“, - ჰკითხა ჟურნალისტმა ახალგაზრდას.

„სიმართლე გითხრათ - „არსენალის“.

„ანუ, კრიშტიანუ თქვენი მეტოქე გუნდის რიგებში ითამაშებს?“

„ნაკლებად. ჩვენი მეტოქე უფრო „ბრაიტონია“, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ერთ ლიგაში ვთამაშობთ.“ - აღნიშნა პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, რომ „მან.იუნაიტედმა“ პორტუგალიელი ფეხბურთელის დაბრუნება ოფიციალურად 27 აგვისტოს დაადასტურა. 

„არსენალმა" პრემიერ ლიგა 3 წაგებით და 0 გატანილი გოლით ისტორიაში პირველად დაიწყო.