ავტორიზაცია

კუნთის სპაზმი ჰქონდა - რატომ არაა კიტეიშვილი შტურმის განაცხადში?

კუნთის სპაზმი ჰქონდა - რატომ არაა კიტეიშვილი შტურმის განაცხადში?
თარიღი 29 აგვ 2021, 19:50

ავსტრიული ბუნდესლიგის მე-6 ტურში ადმირა საკუთარ მოედანზე შტურმს მასპინძლობს.

გრაცელთა განაცხადში საერთოდ არაა საქართველოს ნაკრების ნახვერამცველი ოთარ კიტეიშვილი, რაც ქართველ ქომაგში სანაკრებო მატჩების წინ კითხვებს აჩენს. 

GOAL.GE-ს ინფორმაციით, 25 წლის ნახევარმცველმა ევროპა ლიგის პლეი-ოფში მურასთან(2-0) მატჩში კუნთის სპაზმი მიიღო, რის გამოც სამწვრთნელო შტაბმა მისი დასვენება გადაწყვიტა. კიტეიშვილის ნაკრებში ჩამოსვლას ხელი არ შეეშლება.

საქართველოს ნაკრები სექტემბრის სანაკრებო პაუზის დროს 3 შეხვედრას გამართავს. 2 სექტემბერს კოსოვოსთან, 5 სექტემბერს ესპანეთთან და 8 სექტემბერს ბულგარეთთან.
ოთარ კიტეიშვილი მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაშია. ქართველმა ნახევარმცველმა 8 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.