"ნაწყენი არ ვარ", - გვარდიოლა რონალდუს მანჩესტერში დაბრუნებას გამოეხმაურა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნებაზე განცხადება გააკეთა.
"არ ვიტყვი, რომ მისი "ემიუში" ტრანსფერით ნაწყენი დავრჩი. მაინც გამორჩეული შემადგენლობა გვყავს", - აცხადებს ესპანელი სპეციალისტი.
"იმ დროიდან, რაც "მანჩესტერ სიტის" ვწვრთნი, ხელმძღვანელობას საუკეთესო ფეხბურთელებისთვის ყოველთვის მადლობას ვუხდი. მოწყენილები არ ვართ".
"რონალდუს დაბრუნება პრემიერ ლიგას მხოლოდ სარგებელს მოუტანს, ეს ყველა ჩვენგანისთვის კარგი ამბავია", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს BBC.
მოგეხსენებათ, 36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ხელში ჩაგდება "მანჩესტერ სიტისაც" სურდა და მთავარ ფავორიტადაც კი მოიაზრებოდა, თუმცა ბოლო მომენტში კრიშტიანუმ არჩევანი "მანჩესტერ იუნაიტედის" სასარგებლოდ გააკეთა.