ავტორიზაცია

VIDEO: მანჩესტერ იუნაიტედმა ვულვერჰემპტონი სტუმრად მინიმალური ანგარიშით დაამარცხა

VIDEO: მანჩესტერ იუნაიტედმა ვულვერჰემპტონი სტუმრად მინიმალური ანგარიშით დაამარცხა
თარიღი 29 აგვ 2021, 21:22

ინგლისის ჩემპიონატის მესამე ტურის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვულვერჰემპტონს" ესტუმრა.

აღნიშნული დაპირისპირება "ეშმაკუნების" გამარჯვებით დასრულდა - 1:0.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე გავიდა - მასპინძელთა კარი "ეშმაკუნების" თავდამსხმელმა, მეისონ გრინვუდმა გაიტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ, ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდებს 7 ქულა დაუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს, "ვულვერჰემპტონს" კი ჯერ ერთი ქულაც არ აუღია და მე-18 პოზიციაზეა.

მომდევნო მატჩს "ემიუ" 11 სექტემბერს "ნიუკასლის" წინააღმდეგ "ოლდ ტრაფორდზე" გამართავს, იმავე დღეს "მგლები" "უოტფორდს" ესტუმრებიან.

ვიდეომიმოხილვა