ავტორიზაცია

მორიგი ტრანსფერის მოლოდინში: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სამტრედიაში?

მორიგი ტრანსფერის მოლოდინში: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სამტრედიაში?
თარიღი 29 აგვ 2021, 22:29

მოგეხსენებათ, გასულ თვეს "სამტრედიამ" ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი არაბიძე დაიმატა.

უკევ ერთ თვეა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბაჩანა არაბული.

როგორც მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ გვითხრა, ამ ეტაპზე, არაბული, როგორც მისი აღზრდილი და ერთ-ერთი რჩეული მოთამაშე, მასთან ვარჯიშობს და დარჩება თუ არა "სამტრედიაში", ჯერ უცნობია.

არაბულს საქართველოს ნაკრებში 7 მატჩი აქვს ჩატარებული. ბოლოს ის ბერძნულ "პაფოსში" გამოდიოდა, სადაც კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა