ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია, ვილიანი ახალ გუნდს უახლოვდება — იტალიელი ჟურნალისტი

შეთანხმება მიღწეულია, ვილიანი ახალ გუნდს უახლოვდება — იტალიელი ჟურნალისტი
თარიღი 29 აგვ 2021, 23:27

"არსენალის" შემტევი ნახევარმცველი, ვილიანი "კორინთიანსში" გადასვლასთან არის ახლოს, იტყობინება იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა 2023 წლამდე გათვლილი კონტრაქტი შეათანხმეს. ამჟამად 32 წლის ბრაზილიელი გარიგების ბოლო დეტალებს ათანხმებს.

როგორც აღინიშნება, "მეთოფეები" მზად არიან გამოცდილი ფეხბურთელი უფასოდ გაუშვან, სახელფასო ხარჯების შესამცირებლად.

გასულ სეზონში ვილიანმა ყველა ტურნირზე ერთად 37 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა სამხრეთამერიკელს "არსენალთან" 2023 წელს ეწურება.