ავტორიზაცია

VIDEO: ოლივიე ჟირუს დუბლი! — მილანმა სან სიროზე კალიარი გაანადგურა

VIDEO: ოლივიე ჟირუს დუბლი! — მილანმა სან სიროზე კალიარი გაანადგურა
თარიღი 30 აგვ 2021, 00:48

იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურის ეგიდით, "მილანმა" შინაურ კედლებში "კალიარის" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება "როსონერის" გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა - 4:1.

შეხვედრაში ანგარიში მე-12 წუთზე სანდრო ტონალიმ გახსნა, რასაც ზუსტად სამ წუთში სტუმართა გოლი მოჰყვა - წონასწორობა ალესანდრო დეიოლამ აღადგინა.

თუმცა, "როსონერი" მალევე კვლავ წინ გავიდა - მე-17 წუთზე, "კალიარის" კარი რაფაელ ლეაომ აიღო. ამის შემდეგ, მილანელთა ახალწვეულმა, ოლივიე ჟირუმ დუბლი შეასრულა, რომელმაც ჯერ 24-ე წუთზე გაიტანა, 43-ე წუთზე კი თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

მომდევნო მატჩს "მილანი" 12 სექტემბერს "ლაციოს" წინააღმდეგ შინაურ კედლებში გამართავს, "კალიარი" კი იმავე დღეს "ჯენოას" უმასპინძლებს.

ვიდეომიმოხილვა