ავტორიზაცია

31 წუთი, 0 დარტყმა — მესის სრული სტატისტიკა პსჟ-ს მაისურით გამართულ სადებიუტო მატჩში

31 წუთი, 0 დარტყმა — მესის სრული სტატისტიკა პსჟ-ს მაისურით გამართულ სადებიუტო მატჩში
თარიღი 30 Aug 2021, 01:42

"პარი სენ ჟერმენის" რიგებში თავდამსხმელ ლიონელ მესის დებიუტი ლიგა 1-ის მე-4 ტურში "რეიმსთან" (2:0) გამართულ მატჩში შედგა.

34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი მოედანზე შეცვლაზე მოგვევლინა - 66-ე წუთზე, ლეომ ნეიმარი შეცვალა.

მესიმ საერთო ჯამში მინდორზე 31 წუთი დაჰყო და კარისკენ არ დაურტყამს, თუმცა 20 ზუსტი გადაცემა შეასრულა (სულ 21, 95,2%-ანი სიზუსტე) და ერთი ართმევა განახორციელა. აგრეთვე, მასზე 3-ჯერ დაჯარიმდნენ (ყველაზე მეტჯერ).

შეგახსენებთ, "ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი კაპიტანი "პსჟ"-ს ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

მესიმ პარიზულ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.