გალიანი: "სადაც ვან ბასტენი მოვიყვანეთ, ჩემი ეპოქის მილანი მესის დამატებასაც მოახერხებდა"
„მილანის“ ყოფილმა გენ.დირექტორმა, ადრიანო გალიანიმ, რომელიც ამჟამად ანალოგიურ თანამდებობას სერია ბ-ს გუნდში „მონცაში“ იკავებს, ლეო მესის შეძენის შანსზე ისაუბრა.
„პსჟ-ს სპორტულ დირექტორ ლეონარდოს ხშირად ვესაუბრები, ის ჩემთან ფეხბურთელის რანგშიც იყო, შემდეგ დამხმარის, ტექნიკური დირექტორის და ბოლოს, „მილანის“ და „ინტერის“ მწვრთნელიც იყო. მოკლედ, მას ძალიან კარგად ვიცნობ.
მესი? ალბათ ჩემი ეპოქის „მილანი“ მის შეძენას შეეცდებოდა. ოდესღაც ვან ბასტენი მოვიყვანეთ, რომელზეც „ბარსელონა“ ლიდერობდა, მაგრამ იმ დროში იტალია პიკზე იყო. ოდესღაც, სერია ა ფინიშის წერტილი იყო, ახლა კი ვშიშობ, რომ საწყისი წერტილია. ახლა ფეხბურთელებისთვის პრიორიტეტი უფრო ესპანეთი და ინგლისია, ვიდრე იტალია.
სარი? რა თქმა უნდა, ის ახლოს იყო „მილანის“ ჩაბარებასთან იმ დროს, როგორც სხვები მწვრთნელი, მაგალითად, ემერისთან გვქონდა ხანგრძლივი საუბარი. ეს ჰგავს იმ პერიოდს, როცა ქალს დიდხანს თავს ევლები, მაგრამ სანაცვლოდ ვერაფერს იღებ.“ - ციტირებს გალიანის სიტყვებს Sky Sport Italia.