ავტორიზაცია

რუბენ დიაშის პირველი კომენტარი მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ

რუბენ დიაშის პირველი კომენტარი მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ
თარიღი 30 აგვ 2021, 17:18

"მანჩესტერ სიტის" ცენტრალურმა მცველმა, რუბენ დიაშმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე განცხადება გააკეთა.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, 24 წლის პორტუგალიელი "ქალაქელთა" ღირსებას 2027 წლამდე დაიცავს.

"ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ კლუბი ჩემში დარწმუნებულია. "მანჩესტერ სიტის" სურს საუკეთესო კლუბი გახდეს და ამ სურვილს ვიზიარებ, მინდა მისი ნაწილი ვიყო".

"იგივე ამბიციები გვაქვს, ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა", - ციტირებს დიაშის სიტყვებს "სიტის" პრესსამსახური.

დიაში "მანჩესტერ სიტის" ღირსებას 2020 წლიდან იცავს, "ქალაქელებს" იგი "ბენფიკადან" შეუერთდა.