ავტორიზაცია

კვარაცხელიას რუბინში დარჩენა გარდაუვალი ხდება - 24 საათი ფანჯრის დახურვამდე

კვარაცხელიას რუბინში დარჩენა გარდაუვალი ხდება - 24 საათი ფანჯრის დახურვამდე
თარიღი 30 Aug 2021, 22:12

მთელი ზაფხულია, მთელი საქართველო ხმაურიანი და დიდი ტრანსფერის მოლოდინშია.

თითქოს, ხვიჩა კვარაცხელიას ტოპ გუნდში გადასვლას წინ არაფერი ედგა, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 24 საათია დარჩენილი და მისი "რუბინში" დარჩენა გარდაუვალი ხდება.

იყო საუბარი "ნაპოლიზე", "ტოტენჰემზე", "მილანზე", "ლიდსზე" და კიდევ რამდენიმე გუნდზე, მაგრამ ხვიჩა კვლავ ყაზანშია.

ამას ისიც დაემატა, რომ ახალგაზრდა შემტევმა ტრავმა მიიღო და სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს.

ძალიან მცირე შანსია, მაგრამ ისღა დაგვრჩენია, კარგი სიახლის იმედად, დარჩენილ 24 საათსაც დაველოდოთ.