ავტორიზაცია

სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა!

სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა!
თარიღი 31 აგვ 2021, 10:22

დღეს, 31 აგვისტოს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დაიხურება. წარმოგიდგენთ ყველა სატრანსფერო სიახლეს, რომელიც 24 საათის განმავლობაში გავრცელდება.

02:46 - დომინოს ეფექტის ტრანსფერი ძალაში დარჩა!

მცირე გაუგებრობის შემდეგ ყველაფერი დასრულებულია! გრიზმანი - ატლეტიკოში გადადის, ლუკ დე იონგი ბარსელონაში, საულ ნიგესი კი ჩელსიში.

Antoine Griezmann on brink of securing loan move from Barcelona to La Liga  champions Atletico Madrid - report - Eurosport

02:41 - ოფიციალურად: საულ ნიგესი ჩელსის ფეხბურთელია

ესპანელი ლონდონში იჯარით გადაბარგდა, სეზონის ბოლოს ჩელსის მისი გამოსყიდვა 40 მილიონ ევროდ შეეძლება.

Transfer news - Manchester United lead Chelsea in race to sign Atletico  Madrid's Saúl Ñíguez - report - Eurosport

02:32 - საულ ნიგესის ჩელსიში გადასვლას არაფერი ემუქრება, ტრანსფერი დახურულია

რაც შეეხება ლუკ დე იონგის „ბარსაში" გადასვლას და გრიზმანის - „ატლეტიკოში", ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. 

Transfer news - Manchester United lead Chelsea in race to sign Atletico  Madrid's Saúl Ñíguez - report - Eurosport

02:29 - ოფიციალურად: რადამელ ფალკაო ლა ლიგაში დაბრუნდა

კოლუმბიელმა გალათასარაისთან კონტრაქტი გაწყვიტა და რაიო ვალეკანოს შეუერთდა.

02:24 პსჟ-ს მორიგი და ბოლო შენაძენი ამ ზაფხულს

ნუნო მენდეში სპორტინგიდან კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს, ერთსეზონიანი იჯარა 4 მილიონად და გამოსყიდვის შესაძლებლობა 40 მილიონ ევროდ.

Man City transfer news: Nuno Mendes big rejected by Sporting

02:19 - ხმაურიანი ტრანსფერი ჩაშლის პირასაა

ესპანური Cadena SER-ის ინფორმაციით, ბარსელონამ და ატლეტიკომ ანტუან გრიზმანის ტრანსფერის საჭირო საბუთების დროულად გადაგზავნა ვერ მოახერხეს და ფეხბურთელს შესაძლოა კამპ ნოუზე მოუწიოს დარჩენა.

02:07 - ოფიციალურად - სოლომონ რონდონი დალიან პროფესიონალიდან კარიერას ევერტონში გააგრძელებს

Everton transfer news: Salomon Rondon close to Goodison Park move after  Moise Kean departure | Football News | Sky Sports

02:00 - სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დაიხურა, მაგრამ ოფიციალური დასტურები შეიძლება შედარებით გვიანაც დაიდოს და ასეც იქნება - ველოდებით საულს, გრიზმანს და ა.შ.

01:58 - ოფიციალურად: ტოტენჰემმა მარჯვენა მცველს სერჟ ორიეს კონტრაქტი გაუწყვიტა.

მხარეები თანამშრომლობის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, ფეხბურთელი ლონდონურ კლუბს ტოვებს.

Serge Aurier in negotiations to terminate his contract - Cartilage Free  Captain

01:06 მარიანო რჩება

მარიანო დიასმა მადრიდის რეალიდან იჯარით რაიო ვალეკანოში წასვლაზე უარი თქვა - ფეხბურთელი სამეფო კლუბში რჩება.

May be an image of ‎1 person and ‎text that says '‎ه adidas m FLY BETTER‎'‎‎

00:50 - ბელერინი არსენალიდან წავიდა

ოფიციალურად: ექტორ ბელერინი არსენალიდან იჯარით კარიერას ბეტისში გააგრძელებს

Image

00:35 - რეალს ფორვარდი ტოვებს?

მადრიდის რეალმა და რაიო ვალეკანომ მარიანო დიასის იჯარაზე შეთანხმებას მიაღწიეს. კლუბები შეთანხმდნენ, თუმცა ჯერჯერობით ფეხბურთელი წასვლაზე უარს ამბობს - ორივე კლუბი და მისივე აგენტები ცდილობენ ის წასვლაში დაარწმუნონ. ალბათ, ტრანსფერი შედგება. თუმცა, მარიანოს ხელფასის უდიდეს ნაწილს ისევ რეალი გადაიხდის, თუ სრულად არა. 

May be an image of 1 person and text that says 'adidas Emirates FLY BETTER'

00:15 - პარი სენ-ჟერმენს ახალი მარცხენა მცველი ჰყავს

ნუნო მენდეში ლისაბონის სპორტინდიდან კარიერას პარი სენ-ჟერმენში გააგრძელებს!

იჯარა 7 მილიონ ევროდ, გამოსყიდვის შესაძლებლობა 40 მილიონად. ნუნო გუნდს უახლოეს პერიოდში შეუერთდება, ტრანსფერი დახურულია, პსჟ-ს ახალი მარცხენა მცველი ჰყავს.

PSG Sign Man City Target Nuno Mendes On Loan From Sporting With £34m Option  - Todayuknews

23:59 - BREAKING: გრიზმანი ატლეტიკოში ბრუნდება

ბარსელონას და ატლეტიკოს შორის შეთანხმება დაიხურა. ანტუან გრიზმანი ესპანეთის დედაქალაქში ერთსეზონიანი იჯარით ბრუნდება, ატლეტიკოს მისი გამოსყიდვა 40 მილიონ ევროდ შეეძლება.

დღის სენსაცია რეალობად იქცა - ანტუან გრიზმანი მადრიდის ატლეტიკოში დაბრუნდა!

22:54 - ბარსელონა ახლა ფორვარდს იმატებს

ბარსელონა სევილიათან ჰოლანდიელი ლუკ დე იონგის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, შეთანხმება ძალიან ახლოსაა!

Euro 2021: De Jong is out of Euro 2020 | Marca

22:40 - გრიზმანის დაბრუნება სულ უფრო რეალურია

ბარსელონა და მადრიდის ატლეტიკო ანტუან გრიზმანის დაბრუნებაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს, ტრანსფერში სხვა არცერთი ფეხბურთელი ჩართული არ იქნება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

May be an image of 1 person

22:20 - რეალის მესამე შემოთავაზებაც დაიბლოკა

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს რეალმა კილიან მბაპეს შეძენა კიდევ ერთხელ სცადა და პსჟ-ს შეატყობინა, რომ მზადაა 220 მილიონ ევროზე მეტიც გადაიხადოს. თუმცა, პარიზელებმა არც ამ შემოთავაზებაზე მოისურვეს პასუხის გაცემა, ფრანგი პარიზში რჩება.

რეალმა მბაპეს შესაძენად რეკორდის მოხსნაც დააპირა, მაგრამ პსჟ შეურყეველი აღმოჩნდა - ფრანგი პარიზში რჩება

21:40 - ბარსელონამ მარჯვენა მცველი გაყიდა

ლონდონის ტოტენჰემმა ბარსელონას მარჯვენა მცველის, ემერსონ როიალის ტრანსფერი დაადასტურა. ბრაზილიელი დეზებს 30 მლნ ევრო დაუჯდათ.

Image

21:20 - სიტუაცია თავდაყირა დადგა - საული ჩელსის ფეხბურთელია

მაშინ, როცა თითქოს საულ ნიგესი 100%-ით ატლეტიკოში რჩებოდა, სიტუაცია შეიცვალა და კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს. ესპანელი ნახევარმცველი კარიერას ლონდონის ჩელსიში გააგრძელებს

პენსიონერებს მისი იჯარით აყვანა 5 მილიონი ევრო დაუჯდებათ და გამოსყიდვის საშუალებაც ექნებათ. ტრანსფერი დაიხურა. 

Image

20:34 - ოფიციალურად! მადრიდის რეალმა ფრანგი ნახევარმცველის ედუარდო კამავინგას ტრანსფერი დაადასტურა

ახალგაზრდა შუახაზელის რენიდან წაყვანა რეალს 31 მლნ ევრო + ბონუსები დაუჯდა.

Football news - Real Madrid close to deadline day Eduardo Camavinga signing  from Rennes - reports - Eurosport.

 

20:30 - ევერტონმა მოიზე კინი ჩაანაცვლა

ინგლისური მედიის ინფორმაციით, ევერტონი დალიან პროფესიონალის თავდამსხმელს სოლომონ რონდონს იმატებს.

Image

20:09 - ოფიციალურად: ბარსელონას ნახევარმცველი ილაიშ მორიბა ლაიპციგის ფეხბურთელია!

16 მილიონი ევრო, 5-წლიანი კონტრაქტი. მორიბას ბარსასთან გაისად კონტრაქტი უმთავრდებოდა და მხარეები გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდნენ.

Barça rejects an offer from RB Leipzig for Ilaix Moriba

19:54 - რეალმა დაასრულა

ესპანურ ჟურნალისტებს თუ დავუჯერებთ, მადრიდის რეალისთვის სატრანსფერო ფანჯარა დახურულია! გუნდი კამავინგას ტრანსფერს მალე დაადასტურებს, სხვა მხრივ კი გუნდიდან არც არავინ წავა და არც ახალი არავინ მოვა.

Eduardo Camavinga transfer: Rennes ready to sell young star

19:43 - ფული და სარაბია, პსჟ ფავორიტია

სპორტინგი დანიელ ჯეიმსში 40 მლნ ევროს ითხოვს და ამ თანხის გადახდას მან სიტი არ აპირებს, რაც ფავორიტს პარი სენ-ჟერმენს ხდის. დიდი ალბათობით, ტრანსფერი მალე დაიხურება და მასში პაბლო სარაბიაც იქნება ჩართული

nuno-mendes-1 - Vbet News

18:52 - დანიელ ჯეიმსი იუნაიტედს ტოვებს

 მანჩესტერ იუნაიტედის უელსელი ვინგერი დანიელ ჯეიმსი კარიერას ლიდს იუნაიტედში გააგრძელებს - ტრანსფერი დაიხურა, დეტალები მოგვიანებით.

May be an image of 1 person and playing a sport

18:46 - "El Cashico" სატრანსფერო ბაზარზე

პსჟ და მანჩესტერ სიტი ლისაბონის სპორტინგის 19 წლის მარცხენა მცველის, ნუნო მენდეშის გადაბირებისთვის იბრძვიან. პორტუგალიის ჩემპიონი 40 მილიონ ევროს ითხოვს, ტრანსფერი რეალურია, მაგრამ სად - ჯერ უცნობია.

Nuno Mendes, the next superstar to roll off the Sporting conveyor belt -  Sportindepth

18:03 - ჟერომ ბოატენგის მომავალი საფრანგეთის ჩემპიონატშია

„ბაიერნიდან" წასული ჟერომ ბოატენგი საფრანგეთში მიემგზავრება, სადაც თავისუფალი აგენტის სტატუსით „ლიონს" შეუერთდება. შეთანხმება ძალიან ახლოსაა.

Report: AS Monaco has interest in Bayern Munich's Jerome Boateng - Bavarian  Football Works

18:01 - სებალოსი „ბერნაბეუზე" შანსს ვერ მიიღებს?

დიდი შანსია, ესპანელმა ნახევარმცველმა დანი სებალოსმა მადრიდის „რეალი" უახლოეს საათებში დატოვოს. კამავინგას ტრანსფერის შემდეგ, ესპანელი როტაციაში კიდევ უკან დაიხევს და დრო არ მიეცემა. „რეალი" მის იჯარაზე მოლაპარაკებებს ფეხბურთელისთვის მშობლიურ „ბეტისთან" აწარმოებს.

Real Madrid | Tottenham want Real Madrid's Dani Ceballos - AS.com

17:59 - ჟულ კუნდეს „სანჩეს პისხუანიდან" აბარგება არარეალური ხდება 

„სევილიას" სპორტულმა დირექტორმა, მონჩიმ დაადასტურა, რომ ფრანგი მცველის შეძენა მხოლოდ მისი გამოსასყიდი თანხის გადახდით არის შესაძლებელი, რომელიც 75/80 მლნ ევროს შეადგენს. „ჩელსი" ამ თანხის გადახდას არ აპირებს - მოლაპარაკებები შეწყვეტილია.

 

მილანს ნახევარმცველს პრემიერ ლიგაში მსურველი ჰყავს

15:59 - "მილანის" ცენტრალურ ნახევარმცველს, ფრენკ კესიეს "ტოტენჰემის" სახით პრემიერ ლიგაში მსურველი ჰყავს. როგორც ცნობილი ხდება, "როსონერი" ივუარელის გაყიდვას არ განიხილავს.

ბელერინს ბარსელონაში დაბრუნება შეეძლო

15:52 - "რეალ ბეტისთან" შეთანხმებამდე, ლონდონის "არსენალმა" ექტორ ბელერინი შესთავაზა "ბარსელონას", თუმცა გარიგება არ შედგა. კატალონიელები ამ ეტაპზე მხოლოდ თავდამსხმელის დამატებით არიან დაინტერესებულები.

სატრანსფერო ბომბი ესპანეთიდან, როლებში - ბარსელონა და ატლეტიკო

15:47 - "ბარსელონა" არ კარგავს ჟოაო ფელიქსის გაფორმების იმედს. კატალონიელები მადრიდის "ატლეტიკოს" სთავაზობენ ბარტერს - ანტუან გრიზმანი პორტუგალიელის სანაცვლოდ.

უკვე ოფიციალურად: კუკურელია პრემიერ ლიგაში გადავიდა

15:33 - "ბარსელონას" აღზრდილი და "ხეტაფეს" ახლა უკვე ყოფილი ფლანგელი ნახევარმცველი, მარკ კუკურელია კარიერას გააგრძელებს პრემიერ ლიგაში, "ბრაიტონში".

კუნდეს ტრანსფერი კვლავ აქტუალური ხდება

15:23 - ესპანური პრესის თანახმად, "სევილია" ჟიულ კუნდეს გაყიდვას სულაც არ გამორიცხავს. ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული მხარე გადაიხდის ფრანგის კონტრაქტში გათვალისწინებულ კლაუსულას. ანდალუსიელთა უკანახაზელის ფასი 80 მილიონი ევროა, მის სახელს მადრიდის "რეალს" და ლონდონის "ჩელსის" უკავშირებენ.

პსჟ-მ ოპერაცია "კონტრაქტის გახანგრძლივება" დაიწყო

15:17 - Sky Sports-ის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენმა" კილიან მბაპეს კიდევ უფრო დიდი ხნით შენარჩუნებაზე მუშაობა უკვე დაიწყო. "პსჟ" მალე ფრანგს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

არსენალი ბელერინს ემშვიდობება

15:12 - ლონდონის "არსენალის" მარჯვენა მცველი, ექტორ ბელერინი კარიერას "რეალ ბეტისში" გააგრძელებს. "მეთოფეები" და სევილელები ერთწლიან იჯარაზე შეთანხმდნენ.

დინის 11-წლიანი თავგადასავალი უოტფორდში დასრულდა

15:06 - "უოტფორდის" ახლა უკვე ყოფილი თავდამსხმელი, ტროი დინი "ბირმინგემ სიტიში" გადავიდა. ინგლისელი ფორვარდი "ირმებში" თამაშობდა 2010 წლიდან და ამ დროის მანძილზე მან 419 მატჩში 140 გოლი გაიტანა.

მილანი შემტევს იმატებს

15:00 - "მილანი" იმატებს "კროტონეს" შემტევ ნახევარმცველს, ხუნიორ მესიასს, რომელიც განათხოვრების წესით გადმოვა. "როსონერის" ბრაზილიელი ფლეიმეიქერის გამოსყიდვა 5.4 მილიონად შეეძლება.

პსჟ-მ იკარდის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

14:49 - "პარი სენ-ჟერმენი" არ ჩქარობს მაურო იკარდის ტურინის "იუვენტუსში" გაშვებას. "პსჟ"-ში თვლიან, რომ არგენტინელი თავდამსხმელი ამჟამინდელ შემადგენლობაში სასარგებლო იქნება.

იუვენტუსმა პიანიჩიდან ყურადღება სხვა ნახევარმცველზე გადაიტანა

14:40 - ტურინის "იუვენტუსი" არ ჩქარობს მირალემ პიანიჩის დაბრუნებას. "ბებერი ქალბატონის" მთავარი სამიზნე არის "პსვ ეინდჰოვენის" ცენტრალური ნახევარმცველი, მოჰამედ იჰატარენი.

რომა პასტორეს დაემშვიდობა

14:27 - "რომამ" ხავიერ პასტორესთან კონტრაქტი გაწყვიტა. არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი კომპენსაციის სახით მიიღებს 4.5 მილიონ ევროს, მისი შემდეგი კლუბი კი ჯერ არ სახელდება.

დრინკუოტერის კიდევ ერთი იჯარა

14:21 - ლონდონის "ჩელსის" ცენტრალური ნახევარმცველი, დენი დრინკუოტერი განათხოვრების წესით ერთ სეზონს "რედინგში" გაატარებს. ეს არის ინგლისელის უკვე მე-4 იჯარა, "არისტოკრატებში" გადმოსვლის შემდეგ.

კავანი ბარსელონაში გადასვლაზე თანახმაა, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა

14:07 - "ბარსელონა" მუშაობს ედინსონ კავანის ტრანსფერზე და პრესაში აქტიურად იწერება, რომ გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია. უკანასკნელი ინსაიდი გაავრცელა ხერარდ რომერომ, რომლის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ურუგვაელს კატალონიაში არ გაუშვებს.

ლაუტაროს დარჩენა მალე ოფიციალურადაც დადასტურდება

14:00 - დღის ბოლომდე მილანის "ინტერი" ოფიციალურად დაადასტურებს ლაუტარო მარტინესის დარჩენას. არგენტინელი თავდამსხმელი "ნერაძურიში" დარჩება 2026 წლამდე, მისი ხელფასი კი 6 მილიონამდე გაიზრდება.

ჰადსონ-ოდოი ჩელსიდან დორტმუნდში

13:50 - ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ლონდონის "ჩელსის" შემტევი, კალუმ ჰადსონ-ოდოი კარიერას დორტმუნდის "ბორუსიაში" გააგრძელებს. "შავ-ყვითლები" ინგლისელს ჯეიდონ სანჩოს შემცვლელად განიხილავენ.

არსენალი სერია ა-დან მცველს იმატებს

13:44 - ლონდონის "არსენალი" ძალიან ახლოს არის "ბოლონიას" ცენტრალური მცველის, ტაკეჰირო ტომიასუს გაფორმებასთან. იაპონელი უკანახაზელით "ბარსაც" ინტერესდებოდა.

ბარსელონა კავანის ტრანსფერზე გადაერთო

13:37 - სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, "ბარსელონა" ეცდება თავდამსხმელის დამატებას. ჟოაო ფელიქსის თაობაზე მიღებული უარის შემდეგ, კატალონიელები ედი კავანიზე გადაერთვნენ.

ტოტენჰემი ბარსელონას მცველს დაიმატებს

13:22 - "ბარსელონას" მარჯვენა მცველი, ემერსონ როიალი კარიერას "ტოტენჰემში" გააგრძელებს. კატალონიელები ბრაზილიელი ვინგბექის სანაცვლოდ 30+5 მილიონ ევროს მიიღებენ.

აზაროვის მომავალი გაირკვა

13:10 - Goal.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ბათუმის "დინამოს" მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვი კლუბს არ გამოიცვლის. შეგახსენებთ, ქართველის სახელს უკავშირებდნენ "ბორდოს", "ბრიუგესა" და ზაგრების "დინამოს".

ბარსელონა და იუვენტუსი პიანიჩის ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან

12:58 - ტურინის "იუვენტუსს" სურს მირალემ პიანიჩის ხელფასის მხოლოდ ნახევრის გადახდა, მაშინ, როდესაც "ბარსელონა" ეძებს კლუბს, რომელიც მოთამაშის ანაზღაურებას საკუთარ თავზე სრულად აიღებს. ამის გარდა, "ბებერ ქალბატონს" არც იჯარაში სურს ფულის გადახდა.

ტოტენჰემი ტრაორეს არ ეშვება

12:52 - "ტოტენჰემი" აგრძელებს "ვულვერჰემპტონის" ლიდერის, ადამა ტრაორეს ტრანსფერზე მუშაობას. ლონდონელებს სურთ ესპანელი შემტევის იჯარით აყვანა, "ვულვზი" კი მინიმუმ 50 მილიონ ფუნტს ითხოვს.

საულის მომავალი გაირკვა

12:46 - მადრიდის "ატლეტიკოს" ცენტრალური ნახევარმცველის, საულ ნიგესის სახელს უკავშირებდნენ "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს", თუმცა ის თავის მშობლიურ გუნდში დარჩება. ესპანელის გარშემო არსებული სატრანსფერო ჭორები შემდეგი ზაფხულისთვის გადაიდო.

კაპიტანი რჩება

12:41 - "ლივერპულის" კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა. შეგახსენებთ, ინგლისელი მერსისაიდში 2011 წლიდან თამაშობს.

რონალდუს ტრანსფერი საბოლოოდ დაიხურა

12:37 - უკვე ოფიციალურად - კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია. პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ხელი მოაწერა სამწლიან კონტრაქტს, 2+1 სისტემით. "ეშმაკუნების" ფორვარდის ხელფასი კვირაში 480 000 ფუნტი იქნება.

ვესტ ჰემმა რუსეთის ჩემპიონატიდან შემტევი დაიმატა

12:23 - მოსკოვის "ცსკა"-ს ახლა უკვე ყოფილი შემტევი, ნიკოლა ვლაშიჩი კარიერას ლონდონის "ვესტ ჰემ იუნაიტედში" გააგრძელებს. "ჩაქუჩებს" ხორვატი ვინგერი 30 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

გვილია კვლავ პოლონეთში ითამაშებს

12:00 - Goal.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, ვაკო გვილია კარიერას ჩესტოხოვის "რაკუვში" გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ეს არის გუნდი, რომელმაც კონფერენს ლიგას ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის "რუბინი" გამოთიშა.

რონალდუს ტრანსფერის ფინანსური დეტალები

11:07 - ტურინის "იუვენტუსი" "მანჩესტერ იუნაიტედისგან" კრიშტიანუ რონალდუს სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს მიიღებს. გადახდა გადანაწილებულია 5 წელზე, ბონუსის სახით კი "ბებერ ქალბატონს" 8 მილიონი ევრო დაერიცხება.

კინი სახლში დაბრუნდა

10:37 - ტურინის "იუვენტუსმა" მოიზე კინი დაიბრუნა - ორწლიანი იჯარა, შემდეგ კი გამოსყიდვა 20 მილიონ ევროდ.

რეალის და მბაპეს ისტორია არ დასრულებულა

10:20 - მიუხედავად იმისა, რომ კილიან მბაპეს მადრიდის "რეალში" გადასვლა ჩაიშალა, ეს ისტორია ჯერ არ დასრულებულა. Sky Sports-ის თანახმად, ფრანგი "სამეფო კლუბთან" წინასწარ შეთანხმებას იანვარში დადებს, ზაფხულში კი უფასოდაც გადავა.

ბარსელონას ფელიშის ტრანსფერი ჩაეშალა

10:07 - "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის მოთხოვნაა თავდამსხმელის დამატება და მთავარ კანდიდატად ის განიხილავდა ჟოაო ფელიქსს. საუბარ იყო იჯარაზე, მაგრამ მადრიდის "ატლეტიკომ" კატალონიელებს კატეგორიული უარი შეუთვალა.

ბელერინი ლა ლიგაში გადასვლასთან არის ახლოს

10:02 - ლონდონის "არსენალის" მარჯვენა მცველი, ექტორ ბელერინი "რეალ ბეტისს" უახლოვდება.

რეალი გაიფორმებს ფრანგ ტალანტს და ეს მბაპე არ არის

01:31 - "რენის" ცენტრალური ნახევარმცველი, ედუარდო კამავინგა კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს. "სამეფო კლუბი" ფრანგი ჰავბეკის სანაცვლოდ 40-45 მილიონ ევროს გადაიხდის.

ვილიანის ევროპული მოგზაურობა დასრულდა

00:32 - ოფიციალურად: ვილიან და სილვა მშობლიურ "კორინთიანსში" დაბრუნდა. ბრაზილიელი შემტევის კონტრაქტი 2023 წლის დეკემბრამდე იქნება გათვლილი.

რონალდუს მოსვლის შემდეგ, მანჩესტერი ერთმა შემტევმა უკვე დატოვა

00:21 - "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი, დანიელ ჯეიმსი კარიერას "ლიდს იუნაიტედში" გააგრძელებს. "წითელი ეშმაკები" უელსელი ვინგერის სანაცვლოდ 27 მილიონ ევროს მიიღებენ.

მიქაუტაძე მისთვის კარგად ნაცნობ კლუბში დაბრუნდა

00:09 - "მეცის" საკუთრებაში მყოფი გიორგი მიქაუტაძე განათხოვრების წესით ერთი სეზონის განმავლობაში კვლავ "სერენში" ითამაშებს.