ავტორიზაცია

ჩელსი კუნდესთვის ბრძოლაში მარცხდება

ჩელსი კუნდესთვის ბრძოლაში მარცხდება
თარიღი 31 აგვ 2021, 18:25

„სევილიას“ მცველი, ჟულ კუნდე, დიდი ალბათობით ამ ზაფხულს ლონდონის „ჩელსიში“ არ გადავა.

ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტრანსფერი ჩაშლის პირას არის, რადგან „ჩელსი“ „სევილიას“ მიერ დასახელებული თანხის გადახდას არ აპირებს.

„სევილიას ამ ზაფხულს კუნდეს გაყიდვის სურვილი არ აქვს და მოლაპარაკებებშიც არ აპირებს ჩართვას. ამიტომ, „ჩელსისთვის“ ერთადერთი ვარიანტია - გადაიხადოს მისი გამოსასყიდი თანხა, რომელიც 75/80 მილიონ ევროს შეადგენს.

„ჩელსი“ ამ თანხის გადახდას არ აპირებს, ამიტომ დიდი ალბათობით ტრანსფერი ჩაიშლება. მოლაპარაკებები ამ ეტაპზე გაჩერებულია.“ - წერს რომანო ტვიტერში.

შეგახსენებთ, რომ კუნდე სევილიაში 2019 წლიდან თამაშობს, იქამდე კი ბორდოს მაისურს ატარებდა.