ბარსელონამ ახალი სეზონისთვის ნომრები გამოაცხადა - უსმან დემბელე 11-ნომრით აღარ იასპარეზებს
„ბარსელონამ“ 2021/22-სეზონისთვის ნომრები დააკომპლექტა, სადაც რამდენიმე ცვლილებას ვხედავთ.
მაგალითად, „ატლეტიკოში“ დაბრუნებული ანტუან გრიზმანის შვიდიანს უსმან დემბელე მოირგებს, რომელიც აქამდე 11-ნომრით თამაშობდა.
რაც შეეხება ახალწვეულ ლუკ დე იონგს, ის 17-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
სრულად ნომრები ასე გამოიყურება:
1 . ტერ შტეგენი 2. დესტი 3. პიკე 4. არაუხო 5. ბუსკეტსი 6. პუჩი 7. დემბელე 8. პიანიჩი 9. დეპაი 10. ანსუ ფატი 11. დემირი 12. ბრაიტვეიტი 13. ნეტო 14. კოუტინიო 15. ლენგლე 16. პედრი 17. ლუკ დე იონგი 18. ჟორდი ალბა 19. კუნ აგუერო 20. სერხი რობერტო 21. ფრენკი დე იონგი 22. მინგესა 23. უმტიტი 24. გარსია 26. ინიაკი პენია.