ფოტო: მბაპეს ინსტაგრამ სთორი, რომელშიც მან პრაქტიკულად დაამტკიცა, რომ ამ ზაფხულს რეალში გადასვლა სურდა
აღარავისთვისაა სიახლე და სურპრიზი, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს კილიან მბაპეს ამ ზაფხულს კარიერის გაგრძელება მადრიდის „რეალში“ სურდა.
მიუხედავად ოცნების ასრულების სურვილისა, მბაპემ საკუთარ კლუბთან კონფლიქტზე წასვლა არ ისურვა და საკუთარი ბედი პარიზელებს მიანდო - მათ თავად უნდა გადაეწყვიტათ, დათანხმებულიყვნენ „რეალის“ რომელიმე შეთავაზებას (3-დან), ან ის მადრიდში მომავალ ზაფხულს გადაბარგდება, როცა კონტრაქტი ამოეწურება.
„პსჟ-მ“ მეორე ვარიანტი აირჩია, თუმცა ჯერ კიდევ ეცდება მბაპე ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე დაიყოლიოს.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვის დროისთვის, კილიან მბაპემ „ინსტაგრამ სთორიში“ მისი მეგობრის მიმართვა გადააზიარა:
"პატივისცემა ძმაო შენი პროფესიონალიზმისთვის. გადადე შენი ოცნებები ცოტა ხნით და მალე მიაღწევ. ცხოვრება მშვენიერია, შენ კი საუკეთესო ხარ."
მალევე, მბაპემ ეს სთორი საკუთარი ინსტაგრამიდან წაშალა, თუმცა დაახლოებით 15 წუთის მანძილზე ედო და ხალხმა მისი დაფიქსირება მოახერხა.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მბაპე ნამდვილად ოცნებობს მადრიდის „რეალში“ თამაშზე და კონტრაქტის ამოწურვის დალოდებას აპირებს.