ავტორიზაცია

VIDEO: ნურმაგომედოვმა ვარჯიშზე გოლი გაიტანა და ბენზემას მიმართა, კარიმმაც უპასუხა

თარიღი 01 სექ 2021, 16:45

UFC-ს ექს-ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ფეხბურთის თამაშისას გატანილი გოლის ვიდეო გამოაქვეყნა და კარიმ ბენზემას მიმართა.

„კარიმ ბენზემა, გამომიგზავნე შენი ადგილმდებარეობა. მეკარის მოტყუება და გოლი, ყველა ვერ გაიაზრებს.“ - წერს ნურმაგომედოვი.

ამავე პოსტის კომენტარებში მას „რეალის“ ფორვარდმაც უპასუხა: „ვნახოთ, ბრო!“