ავტორიზაცია

ოფიციალურად: ჟერომ ბოატენგი კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

ოფიციალურად: ჟერომ ბოატენგი კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
თარიღი 01 სექ 2021, 17:56

„ლიონმა“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჟერომ ბოატენგთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა.

32 წლის გერმანელი ფეხბურთელის კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე იქნება გათვალისწინებული.

ბოატენგი ფრანგულ გუნდში უფასოდ გადავიდა, მას შემდეგ რაც 2021 წლის 30 ივნისს „ბაიერნთან“ კონტრაქტი ამოეწურა.

„ბავარიას“ მაისურით ბოატენგი 2011-2021 წლებში თამაშობდა, 2009-2019 წლებში კი მას სტაბილურად იძახებდნენ გერმანიის ეროვნულ ნაკრებში.

„ბაიერნში" გადასვლამდე ბოატენგი „მანჩესტერ სიტიში" ირჯებოდა.