ავტორიზაცია

ბარსელონა რონალდ კუმანის ახალ კონტრაქტზე ამუშავდა

ბარსელონა რონალდ კუმანის ახალ კონტრაქტზე ამუშავდა
თარიღი 01 სექ 2021, 18:41

„ბარსელონას“ გუნდის მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჰოლანდიელი მწვრთნელის მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში იწურება. 

წყარო იტყობინება, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა კუმანის აგენტს დაუკავშირდა და ახალი კონტრაქტის განხილვა შესთავაზა. დიდი ალბათობით, ხელშეკრულება სეზონის ბოლოს იქნება გაფორმებული, თუ უფროსობა გუნდის შედეგებით ძალიან უკმაყოფილო არ დარჩა.

კუმანმა „ბარსელონა“ 2020 წელს ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით პირველ სეზონში „ბლაუგრანამ“ კოპა დელ რეი მოიგო, ლა ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა, ჩემპიონთა ლიგაზე კი მერვედფინალიდან გავარდა.