კრიშტიანუ რონალდუს და მან.იუნაიტედის ვაჟები მანჩესტერში თანაგუნდელები იქნებიან

კრიშტიანუ რონალდუს უფროსი შვილი კრიშტიანუ რონალდუ უმცროსი, მამის კვალს მიყვება.
A Bola-ს ინფორმაციით, რონალდუ უმცროსი 12-წლამდელთა გუნდში ითამაშებს. მისი თანაგუნდელი „მან.იუნაიტედის“ ექს-ფორვარდის, უეინ რუნის შვილი კაი რუნი გახდება.
შეგახსენებთ, რომ რონალდუმ „მან.იუნაიტედთან“ 2+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„იუვენტუსი“ ფეხბურთელის ტრანსფერში 15+8 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა ეს თანხა 5 წლის მანძილზე უნდა იქნეს დაფარული.