» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

უმაღლესი ლიგა - მე-6 ტურის პრევიუ



Goal.Ge და ინტერნეტ ტოტალიზატორი iveriabet.com წარმოგიდგენთ საქართველოს ჩემპიონატის მე-6 ტურის პრევიუს. უმაღლესი ლიგის შეხვედრები 20 და 21 სექტემბერს გაიმართება, რომლებიც საკმაოდ საინტერესო და შედეგიანი უნდა გამოდგეს. გთავაზობთ, რვავე მატჩის მცირე პრევიუს: 20.09.14 - დინამო ბათუმი vs სპარტაკი, 16:00 უმაღლესი ლიგის, მე-6 ტურის მატჩში ბათუმის "დინამო" "ჩელე არენაზე" ცხინვალის "სპარტაკს" უმასპინძლებს. სეზონის სტარტი ბათუმელებმა იდეალურად დაიწყეს, მათ პირველი 5 შეხვედრიდან  3-ის მოგება შეძლეს და ერთი პერიოდი ცხრილის პირველ პოზიციაზეც კი იყვნენ. რაც შეეხება "სპარტაკს", შარშანდელი სეზონისგან განსხვავებით კახა კაჭარავას გუნდი ამჟამად უფრო მაღალ პოზიციებზეა. გახსოვთ, ალბათ, 2013-2014 წლების სეზონში ცხინვალელები გასავარდნ ზონასთან იყვნენ, წელს კი ცხრილის შუაში იმყოფებიან. 20.09.2014 - ზესტაფონი vs შუქურა, 18:00 უმაღლესი ლიგის მე-6 ტურის მატჩში, "ზესტაფონი" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლებს. ზედიზედ 3 წაგების შემდეგ, გია გეგუჩაძის გუნდმა, გასულ ტურში მოახერხა ნავსის გატეხვა და "სიონი" სტუმრად დაამარცხა. ასეა თუ ისე, "ზესტაფონელებს" ახლაც ჰაერივით ესაჭიროებათ გამარჯვება, რათა პოზიციები უფრო გაიმყარონ. რაც შეეხება "შუქურას", აჭარლებმა უკანასკნელი 4 მატჩიდან ვერცერთის მოგება ვერ მოახერხეს და ცხრილის უკანა პოზიციებზე გადაინაცვლეს. წინა ტურში, ისინი "დინამო არენაზე" 6:0 დამარცხდნენ "დინამოსთან" - ეს იყო მათი პირველი მარცხი მიმდინარე სეზონის გათამაშებაში. აშკარაა, რომ როგორც "ზესტაფონს", ასევე "შუქურასაც" ესაჭიროება 3 ქულა. 21.09.2014 - სამტრედია vs ტორპედო, 16:00 უმაღლესი ლიგის მე-6 ტურის მატჩში "სამტრედია" შინ ქუთაისის "ტორპედოს" მიიღებს. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული უნდა გამოდგეს. უკანასკნელ კვირაში "სამტრედიამ" იდეალურად იასპარეზა. გელა სანაიას გუნდმა ჯერ "ზესტაფონი" დაამარცხა სტუმრად, შემდეგ კი "სპარტაკი" შინ. მოგებებისთანავე, სამტრედიელები უმაღლესი ლიგის ცხრილშიც დაწინაურდნენ, ამჟამად ისინი მე-3 ადგილზე არიან და მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩებიან გორის "დილას". რაც შეეხება "ტორპედოს", გუნდი უმაღლესი ლიგის მე-6 პოზიციაზეა და მიმდინარე სეზონის სტარტი ასე თუ ისე, დადებითი გამოდგა მათთვის. რევაზ ძოძუაშვილის გუნდმა უკანასკნელ მატჩში "ვიტ ჯორჯია" 1:0 დაამარცხა. 21.09.2014 - ზუგდიდი vs ვიტ ჯორჯია, 16:00 უმაღლესი ლიგის მე-6 ტურის მატჩში "ზუგდიდი" ლანჩხუთში, "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლებს. სეზონის სტარტი არცერთი გუნდისთვის არ გამოდგა დადებითი. "ვიტ ჯორჯიამ" 5 მატჩში მხოლოდ 6 ქულის დაგროვება მოახერხა, "ზუგდიდმა" კი 3-ის. ამჟამად მეგრელები უმაღლესი ლიგის უკანასკნელ პოზიციაზე არიან. აშკარაა, რომ ორივე გუნდს ჰაერივით ესაჭიროება 3 ქულა. 21.09.2014 - გურია vs მერანი, 16:00 უმაღლესი ლიგის მე-6 ტურში, გურია შინ მარტვილის "მერანს" უმასპინძლებს. შეხვედრა ორმხრივ საინტერესო იქნება, რადგან ორივე გუნდი გასავარდნ ზონაშია და ორივე მაქსიმუმს გაიღებს 3 ქულისთვის. როგორც იცით, უკანასკნელ მატჩში "გურიამ" "კოლხეთი" დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 დაამარცხა. ეს იყო ლანჩხუთელთათვის პირველი გამარჯვება 2014-2015 წლების სეზონში, უმაღლეს ლიგაში. რაც შეეხება "მერანს", ისინი გასულ ტურში ქობულეთში, ბათუმის "დინამოსთან" დამარცხდნენ. 21.09.2014 - ჩიხურა vs დილა, 16:00 უმაღლესი ლიგის მე-6 ტურის მატჩში საჩხერის "ჩიხურა" შინ გორის "დილას" შეხვდება. მატჩი საკმაოდ დაძაბული უნდა გამოდგეს. გორელებმა 2014-2015 წლების სეზონის სტარტი ჩინებულად დაიწყეს და ცხრილში მე-2 ადგილამდე მიაღწიეს. ისინი პირველ ადგილოსან "დინამოს" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან. "გორელებისგან" განსხვავებით, "ჩიხურამ" სტარტი კატასტროფულად დაიწყო. სოსო ფრუიძის გუნდმა 5 შეხვედრიდან 3 ვერ მოიგო და, რომ არა გასულ ტურში გამარჯვება "მეტალურგთან", ახლა გასავარდნ ზონაში იქნებოდნენ. 21.09.2014 - სიონი vs მეტალურგი, 16:00 უმაღლესი ლიგის, მე-6 ტურის მატჩში, "სიონი" შინ რუსთავის "მეტალურგს" უმასპინძლებს. ასეა თუ ისე, "სიონმა" ჩემპიონატის სტარტი კარგად ვერ დაიწყო. ლადო ბურდულის გუნდმა, პირველი 5 მატჩიდან მხოლოდ 1-ის მოგება შეძლო და ამჟამად ცხრილის მე-12 პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება "მეტალურგს", ეს ერთადერთი გუნდია, რომელმაც მიმდინარე სეზონში თბილისის "დინამოს" ქულები დააკარგვინა. ვარლამ კილასონიას შეგირდებმა საკმაოდ კარგად დაიწყეს სტარტი და ამჟამად მე-5 პოზიციაზე იმყოფებიან. 21.09.2014 - დინამო vs კოლხეთი, 18:00 უმაღლესი ლიგის მე-6 ტურის მატჩში, ჩემპიონატის ლიდერი, თბილისის "დინამო", "დინამო არენაზე" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლებს. როგორც იცით, თბილისელები შესანიშნავ ფორმაში არიან, მათ უმაღლესი ლიგის 5 მატჩიდან 4 მოიგეს. უკანასკნელ შეხვედრაში მათ 6:0 დაამარცხეს ქობულეთის "შუქურა" და ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნეს. რაც შეეხება "კოლხეთს", ეს გუნდი არც თუ ისე კარგად გამოიყურება. ამჟამად ზაზა ინაშვილის შეგირდები უმაღლესი ლიგის მე-15 პოზიციაზე იმყოფებიან. მათ წინა შეხვედრა "გურიასთან" დათმეს, რომელთანაც 3:2 დამარცხდნენ. სატურნირო მდგომარეობა Untitled-3                         უმაღლესი ლიგის ბომბარდირები ჯაბა დვალი – 3 გოლი ირაკლი მოდებაძე – 3 გოლი დავით სირაძე – 3 გოლი გიორგი პაპუნაშვილი – 3 გოლი ტეტუნაშვილი – 3 გოლი მატჩების კოეფიციენტები იხილეთ აქ: iveriabet.com Untitled-2

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

10 საუკეთესო უცხოელი თავდამსხმელი ერედივიზიის ისტორიაში

წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო უცხოელ თავდამსხმელს ერედივიზიის ისტორიაში.

დღეს, 16:14

რატომ უთხრა უარი ბარსას, ევროს ყველაზე სახიფათო მეტოქე და ბევრი სხვა - კუმანის ვრცელი ინტერვიუ

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, Marca-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

დღეს, 15:23

აზარი დროს უსწრებს - როდის იქნება სათამაშოდ მზად ბელგიელი შემტევი?

მადრიდის „რეალის“ შემტევი, ედენ აზარი, ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესს გადის.

დღეს, 14:51

"საუკეთესო მატჩი ჯერ კიდევ წინ მაქვს, მაგრამ...", - დე იონგმა ყველაზე კარგი მატჩი დაასახელა, რომელიც ბარსელონაში ჩაუტარებია

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა, გუნდში სადებიუტო სეზონი შეაფასა.

დღეს, 14:45

დავიდ სილვას კარიერის იტალიურ გრანდში გაგრძელების რეალური ვარიანტი გაუჩნდა

„მანჩესტერ სიტის“ კაპიტანი, დავიდ სილვა, „მილანის“ ინტერესთა სფეროში მოექცა.

დღეს, 14:38

ფეხბურთელი, რომლის ჩართვასაც რეალი ჰოლანდის ტრანსფერში გეგმავს

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ერლინგ ჰოლანდის შეძენას შეეცდება.

დღეს, 14:35

კონტემ ხელმძღვანელობას ომამეიანგის შეძენა სთხოვა

მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობა „არსენალის“ ლიდერის შეძენას შეეცდება.

დღეს, 14:31

"ისე ჰარმონიულად ვიყავით, თითქოს ერთად გვეძინა", - ბერბატოვმა კარიერის საუკეთესო პარტნიორი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა კარიერის საუკეთესო პარტნიორი დაასახელა:

დღეს, 13:34

ოფიციალურად: მიულერის მომავალი საბოლოოდ გაირკვა

მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ტომას მიულერის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

დღეს, 13:24

დისტანცია, 3-4 კაციანი ჯგუფები და არავითარი შხაპი - ბაიერნმა ვარჯიში განაახლა

მიუნხენის "ბაიერნი" ევროპის ერთ-ერთი პირველი კლუბია, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ვარჯიში განაახლა.

დღეს, 13:15

"კლოპი შენკლის მაგონებს", - ლივერპულის ექს-კაპიტანი

"ლივერპულის" ყოფილმა კაპიტანმა, გრემ სუნესმა მერსისაიდელთა ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ბილ შენკლის შეადარა:

დღეს, 13:05

"მესის, რონალდუსა და ნეიმარს კიდევ ერთ მოთამაშეს დავამატებდი", - დელ პიეროს საუკეთესო 4-ეული

ტურინის "იუვენტუსის" ცოცხალმა ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ თანამედროვეობის ოთხი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

დღეს, 12:52

"ფერნანდეში ფლეიმეიქერის პოზიციაზე შემთხვევით აღმოჩნდა", - ბრუნოს პირველი მწვრთნელი

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ნახევარმცველის, ბრუნო ფერნანდეშის პირველმა მწვრთნელმა, ანტონიო პერესმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:40

დე იონგმა თავისი საფეხბურთო მაისურების კოლექციიდან საუკეთესო გამოარჩია

ნიდერლანდების ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა თავისი მაისურების კოლექციიდან საუკეთესო გამოარჩია:

დღეს, 12:30

"ვადანაშაულებ თუ არა ხაბიბს?", - უაიტი

UFC-ის პრეზიდენტმა, დეინა უაიტმა, ხაბიბ ნურმაგომედოვის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:19

"რონალდუ აფრიკელი რომ ყოფილიყო, უკვე კარიერას დაასრულებდა", - ბაბანგიდა

ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილმა ვინგერმა, ტიჯანი ბაბანგიდამ, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა:

დღეს, 12:09

მათეუსი: "ბაიერნს ის სანეზე მეტად გამოადგება"

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლოთარ მათეუსმა "რეკორდმაისტერის" სატრანსფერო გეგმების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 12:00

რონალდუს თვითიზოლაციაში კიდევ ერთხელ მოათავსებენ

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსის" ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ კარანტინს გადის თავის მშობლიურ კუნძულზე,

დღეს, 11:38

არც ბარსელონაში გადასვლა და არც პსჟ-ში დარჩენა - ნეიმარის აგენტის განცხადება

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევის, ნეიმარის აგენტმა თავისი კლიენტის მომავლის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:30

"ის პოგბას მანჩესტერში დარჩენაზე დაიყოლიებს", - დინი

"უოტფორდის" კაპიტანმა, ტროი დინიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:21

ვან დეიკი: "პირველი კონტრაქტის გაფორმებამდე, ჭურჭელს ვრეცხავდი"

"ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა თავისი კარიერის ადრეული პერიოდი გაიხსენა:

დღეს, 11:12

"ფერგიუსონისა და გეტჟის გამარჯვებული ხაბიბს შეხვდება", - უაიტი

როგორც მოგეხსენებათ, UFC-ის რიგით 249-ე ღონისძიებაზე ტონი ფერგიუსონს, ხაბიბ ნურმაგომედოვის ნაცვლად ჯასტინ გეტჟი შეებრძოლება.

დღეს, 11:01

რეტროკლასიკო კასილასის, პუიოლისა და ინიესტას მონაწილეობით მართლაც შედგება?

იკერ კასილასმა, კარლეს პუიოლმა და ანდრეს ინიესტამ სოაციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო საკითხი განიხილეს.

დღეს, 10:38

ამერიკულმა პორტალმა ევროპის ტოპ-5 ლიგის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა

ამერიკულმა გამოცემამ, The Score-მა ევროპის ტოპ-5 ლიგაში საუკეთესო ფეხბურთელების ვინაობა დაასახელა.

დღეს, 10:18

უფეხბურთობა...ანუ რა გვასწავლა გასულმა ერთმა თვემ?

დაახლოებით ერთ თვე გავიდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო, ყველა სპორტის სახეობა, მათ შორის საფეხბურთო ტურნირები გაჩერდა.

დღეს, 04:02

საბურთალოს ყოფილი ფეხბურთელი: "მეტოქესთან კონტაქტისას იმაზე ვფიქრობ, კორონავირუსი არ ჰქონდეს"

მოგეხსენებათ, ბელარუსი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, სადაც ჩემპიონატი მიმდინარეობს.

დღეს, 04:00

იტალიაში კორონავირუსი კიდევ ერთ ფეხბურთელს დაუდასტურდა

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსი კიდევ ერთ ფეხბურთელს დაუდასტურდა.

დღეს, 03:56

ჩეფერინი: "იტალიაში ეს სეზონი აუცილებლად განახლდება"

უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი მიიჩნევს, რომ იტალიაში ეს სეზონი განახლდება.

დღეს, 03:31

საუკეთესო დრიბლიორი: ვაკო ყაზაიშვილი MLS-ში საუკეთესოა

ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი ამერიკაში საუკეთესო დრიბლინგიორია.

დღეს, 03:25

შმეიხელი ახალგაზრდა მეკარეს აქებს: "კარგი მეკარეა, მაგრამ ჯერ დე ხეას ვერ შეცვლის"

ლეგენდარული მეკარე კასპერ შმეიხელი "შეფილდის" ახალგაზრდა კიპერს, დინ ჰენდერსონს აქებს.

დღეს, 03:23

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10