ავტორიზაცია

დეტალები ცნობილია — როდის გააფორმებს ლაუტარო ინტერთან ახალ კონტრაქტს?

დეტალები ცნობილია — როდის გააფორმებს ლაუტარო ინტერთან ახალ კონტრაქტს?
თარიღი 01 სექ 2021, 21:44

მილანის "ინტერი" თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არის.

როგორც იტალიურ პრესაში წერენ, ახალი ხელშეკრულება მხარეებს შორის სანაკრებო პაუზის შემდეგ გაფორმდება.

24 წლის არგენტინელი თანამშრომლობის გაგრძელებას დათანხმდა და გარიგებაში გამოსასყიდი თანხის პუნქტი გათვალისწინებული არ იქნება, რომელიც აქამდე 111 მილიონ ევროს შეადგენდა.

ასე და ამგვარად, ლაუტარო "ნერაძურიში" წლიურად 6 მილიონს გამოიმუშავებს, ამასთანავე 1,5-მილიონიან ბონუსსაც მიიღებს. ახალი ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.

ლაუტარო მარტინესი ხელშეუხებელია — ორი ტოპ-კლუბი, რომელთა სარფიანი წინადადებებიც ინტერმა იუარა