ავტორიზაცია

"პირობა არ შეასრულეთ", - ალეგრი იუვენტუსის ხელმძღვანელობით უკმაყოფილოა

"პირობა არ შეასრულეთ", - ალეგრი იუვენტუსის ხელმძღვანელობით უკმაყოფილოა
თარიღი 01 სექ 2021, 21:50

"იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის კლუბის ხელმძღვანელობასთან უკვე კონფლიქტი აქვს.

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport იტყობინება, იტალიელი სპეციალისტი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე კლუბის მუშაობით ძალიან უკმაყოფილოა.

ალეგრის თქმით, "ბიანკონერის" ხელმძღვანელობამ პირობა არ შეასრულა, რომელიც მას შემადგენლობის გაძლიერებასთან დაკავშირებით მისცეს.

ტურინელთა მთავარი დანაკარგი თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს წასვლაა. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში გუნდის რიგები ნახევარმცველმა, მანუელ ლოკატელიმ და ფორვარდმა, მოიზე კინმა შეავსეს.

"რაც უფრო დიდხანს იფიქრებს იუვენტუსი რონალდუზე, მით უფრო მწარე იქნება შედეგი", - ალეგრი