"ბარსელონას მთავარი შეცდომა სუარესის გაშვება იყო", - ალბა
"ბარსელონას" მცველმა, ხორდი ალბამ განაცხადა, რომ თავდამსხმელ ლუის სუარესის წასვლით იმედგაცრუებული დარჩა.
მოგეხსენებათ, 34 წლის ურუგვაელი 2020 წლის სექტემბერში მადრიდის "ატლეტიკოში" გადავიდა, სადაც პირველივე სეზონში ლა ლიგა მოიგო.
"ეს ხუმრობას ჰგავს... პირდაპირ კონკურენტს აჩუქეს, შემდეგ კი "ატლეტიკომ" ჩემპიონატი მოიგო.ეს არ მომეწონა", - ციტირებს ალბას სიტყვებს El Larguero.
ხორდი "ბარსას" ღირსებას 2012 წლის ზაფხულიდან იცავს და ამ დროის განმავლობაში მან მოასწრო 388 შეხვედრის ჩატარება და 22 გოლის გატანა.
აქვე დავამატებთ, ურუგვაელი თავდამსხმელის გაშვების შემდეგ, კატალონიელებმა გაუშვეს ლიონელ მესი და ანტუან გრიზმანი.