ავტორიზაცია

როდის გაირკვევა ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობა საბოლოოდ?

როდის გაირკვევა ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობა საბოლოოდ?
თარიღი 02 სექ 2021, 16:11

„ინტერის“ ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი, გუნდის განკარგულებაში უკვე დაბრუნდა.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, „ინტერში“ დაბრუნების შემდეგ, დანიელს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომელმაც დაადგინა ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერიქსენი სერია ა-ს მატჩებში მონაწილეობას იქამდე ვერ მიიღებს, სანამ მისი გულიდან დეფიბრილატორის მოხსნის გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა მისი სიცოცხლისთვის სარისკო იყოს.

აღნიშნული ინფორმაცია დეფიბრილატორის შესახებ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმაც დაადასტურა.

ერიქსენს ელის მკურნალობისა და გამოკვლევების ექვსთვიანი კურსი, რაც ნიშნავს იმას, რომ საბოლოო პასუხს შემოდგომის ბოლოს გავიგებთ. 

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს ევრო 2020-ს მატჩში დანია - ფინეთი ერიქსენი მოედანზე უგონოდ დაეცა და ექიმები მის გონზე მოყვანას რამდენიმე წუთის მანძილზე ცდილობდნენ. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, კრისტიანს გულის შეტევა ჰქონდა, რის გამოც გულში სპეციალური აპარატის ჩადგმა დასჭირდა.