ავტორიზაცია

"მთავარი კონკურენტები არიან", - ალეგრიმ სკუდეტოს მოგების ფავორიტი დაასახელა

"მთავარი კონკურენტები არიან", - ალეგრიმ სკუდეტოს მოგების ფავორიტი დაასახელა
თარიღი 02 სექ 2021, 16:19

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, სკუდეტოსთვის ბრძოლაში თავისი გუნდის მთავარი მეტოქე დაასახელა.

„ინტერი“, რომელიც მოქმედი ჩემპიონია, „იუვენტუსის“ მთავარი კონკურენტი იქნება სკუდეტოსთვის ბრძოლაში.

გარდა ამისა, „მილანის“ ახალგაზრდები გაიზარდნენ და კიდევ ერთი წლით უფრო გამოცდილები გახდნენ. ეს გუნდის ფავორიტებს შორის იქნება.

არ უნდა ჩამოიწეროს „ნაპოლი“, „რომა“ და „ლაციოც“. მეტიც, წელს სერია ა-ში ბრუნდებიან ისეთი სახელოვანი მწვრთნელები, როგორებიც მოურინიო, სპალეტი და სარი არიან.

კარგი სეზონი გველის. მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა გაგვაჩნდეს, რომ სკუდეტოს მოგება შევძლოთ.“ - ციტირებს ალეგრის სიტყვებს ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური ვებ-გვერდი.

გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონი 11-წლიანი პაუზის შემდეგ „ინტერი“ გახდა, „იუვე“ კი ზედიზედ 9 ჩემპიონობის შემდეგ მეოთხე ადგილს დასჯერდა.