"პირველივე დღეს თქვა ჩემზე უარი", - დი მარიამ კარიერაში ყველაზე ცუდი მწვრთნელი დაასახელა
"პსჟ"-სა და არგენტინის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ თავის კარიერაში ყველაზე ცუდი მწვრთნელი დაასახელა.
"ემიუში" ჩემი პრობლემა მწვრთნელი იყო. ვან გაალი ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი სპეციალისტი გახლდათ".
"გოლებს ვიტანდი, ასისტებს ვაკეთებდი, მომდევნო დღეს კი ჩემს უადგილო გადაცემებს მაჩვენებდა".
"პირველივე დღეს თქვა ჩემზე უარი. არ მოსწონდა, რომ ფეხბურთელი შეიძლება მასზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს", - ციტირებს დი მარიას სიტყვებს Daily Express.
მოგეხსენებათ, 33 წლის სამხრეთამერიკელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას 2014 წლიდან 2015 წლამდე იცავდა, შემდეგ კი "პსჟ"-ში გადავიდა.
ცნობისთვის, პარიზელებთან დი მარიას მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.
"მესი უცხოპლანეტელი არის თქვენთვის, ჩვენთვის კი ის უბრალოდ ჯუჯაა", - დი მარია