ავტორიზაცია

ტრანსფერი იხურება, თუმცა მომავალი ზაფხულისთვის — ონანას ახალი გუნდი ცნობილია

ტრანსფერი იხურება, თუმცა მომავალი ზაფხულისთვის — ონანას ახალი გუნდი ცნობილია
თარიღი 02 სექ 2021, 19:19

ამსტერდამის "აიაქსის" გოლკიპერი, ანდრე ონანა 2022 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით მილანის "ინტერში" გადავა.

როგორც იტალიურ პრესაში იწერება, 25 წლის კამერუნელი ჰოლანდიურ კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ამიტომაც 2021/22 წლების სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება და უფასოდ "ნერაძურის" შეუერთდება.

აღინიშნება, რომ მილანელებმა აფრიკელ გოლკიპერთან მოლაპარაკებები უკვე გამართეს და მას 4-წლიანი კონტრაქტიც შესთავაზეს.

ცნობისთვის, 2021 წლის თებერვლიდან ონანა დოპინგის გამო 9-თვიან დისკვალიფიკაციას იხდის და მინდორზე დაბრუნებას მხოლოდ 4 ნოემბრიდან მოახერხებს.

Transfermarkt-ის ვერსიით, "აიაქსის" კარის დარაჯის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 30 მილიონ ევროს შეადგენს.