ავტორიზაცია

ბენზემა: "მბაპე ადრე თუ გვიან რეალის ფეხბურთელი გახდება, ერთმანეთს კარგად ვეწყობით"

ბენზემა: "მბაპე ადრე თუ გვიან რეალის ფეხბურთელი გახდება, ერთმანეთს კარგად ვეწყობით"
თარიღი 02 სექ 2021, 19:26

"რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა, კარიმ ბენზემამ განაცხადა, რომ მისი თანამემამულე და "პსჟ"-ს თავდამსხმელი, კილიან მბაპე ერთხელაც "სამეფო კლუბის" ფეხბურთელი გახდება.

"კილიანი ადრე თუ გვიან "რეალის" ფეხბურთელი გახდება. ერთმანეთს კარგად ვეწყობით, ვისურვებდი, რომ "რეალში" მას ჩემთან ერთად უკვე ახლა ეთამაშა", - ციტირებს ბენზემას სიტყვებს RTL.

მიმდინარე სეზონში 22 წლის სუპერვარსკვლავმა პარიზელთა რიგებში 4 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ღირებულება 160 მილიონ ევროს შეადგენს.

როგორც 31 აგვისტოს გახდა ცნობილი, "რეალი" მზად იყო მბაპეს სანაცვლოდ 220 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ "პსჟ"-მ მისი გაშვება იუარა.

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა კილიანს პარიზულ კლუბთან 2022 წლის ივლისის ბოლოს ეწურება.