ავტორიზაცია

"ვწუხვარ, რომ ასე მოხდა", - რომაში ჯაკას ტრანსფერის ჩაშლის მიზეზი განმარტეს

"ვწუხვარ, რომ ასე მოხდა", - რომაში ჯაკას ტრანსფერის ჩაშლის მიზეზი განმარტეს
თარიღი 02 სექ 2021, 20:08

"რომას" გენერალური დირექტორის, ტიაგო პინტოს განცხადებით, კლუბი ნანობს, რომ "არსენალის" ნახევარმცველი, გრანიტ ჯაკა რომაელთა ფეხბურთელი ვერ გახდა.

"საქმე ბიუჯეტს არ ეხება. ყველამ იცის, ჯაკათი დაინტერესებულები ვიყავით. თუმცა, კლუბმა მოლაპარაკებები უფრო გადაუდებელი დავალებების გამო ვერ გააგრძელა".

"ფეხბურთელს "რომაში" გადმოსვლა უნდოდა, მაგრამ "არსენალმა" მისი გაყიდვა არ მოისურვა. ვწუხვარ, რომ ასე მოხდა", - ციტირებს ფუნქციონერის სიტყვებს Football Italia.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის შვეიცარიელმა "მეთოფეებთან" ახალი 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.

Transfermarkt-ის ვერსიით, ჯაკას სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 22 მილიონ ევროს შეადგენს.

"სეზონი ორი და სამი მატჩის შემდეგ არ სრულდება", - გრანიტ ჯაკა კრიტიკოსებს პასუხობს