ავტორიზაცია

"ჩვენს ახალ სტადიონზე ჯერ არ უთამაშია", - ლიონის პრეზიდენტმა ბენზემას დაბრუნება არ გამორიცხა

"ჩვენს ახალ სტადიონზე ჯერ არ უთამაშია", - ლიონის პრეზიდენტმა ბენზემას დაბრუნება არ გამორიცხა
თარიღი 02 სექ 2021, 20:16

"ლიონის" პრეზიდენტმა, ჟან-მიშელ ოლასმა განაცხადა, რომ "რეალის" თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა შეიძლება მადრიდში დაბრუნდეს.

"კარიმს ჩვენს ახალ სტადიონზე ჯერ არ უთამაშია. სამომავლოდ, როცა კარიერას დაასრულებს, კლუბთან მისი კავშირის გამყარების შესაძლებლობა გაჩნდება".

"ბენზემას "რეალსა" და საფრანგეთის ნაკრებში გამორჩეული კარიერა აქვს. ეს დიდი სიამაყეა, რადგან "ლიონის" შვილია", - ციტირებს ოლასის სიტყვებს Goal.

ბენზემა "ლიონის" აღზრდილია. ფრანგული გუნდიდან "რეალში" იგი 2009 წლის ივლისის თვეში გადავიდა.

Transfermarkt-ის ვერსიით, 33 წლის ფრანგი ფორვარდის სატრანსფერო ფასი ამჟამად 25 მილიონ ევროს შეადგენს, მოქმედი კონტრაქტის ვადა კი "სამეფო კლუბთან" 2023 წლის ივნისის ბოლომდე აკავშირებს.