ავტორიზაცია

ალბიოლი მბაპეზე: "რონალდუსა და მესის წასვლის შემდეგ, ლა ლიგას ასეთი ფეხბურთელები სჭირდება"

ალბიოლი მბაპეზე: "რონალდუსა და მესის წასვლის შემდეგ, ლა ლიგას ასეთი ფეხბურთელები სჭირდება"
თარიღი 02 სექ 2021, 21:42

"ვილიარეალის" მცველი, რაულ ალბიოლი "პსჟ"-ს თავდამსხმელ კილიან მბაპეს "რეალში" შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა.

"მისი ჩვენს ლიგაში ხილვას ვისურვებდი, შესანიშნავი ფეხბურთელია, მსოფლიო დონის".

"ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც ლა ლიგა კრიშტიანუ რონალდუმ და ლიონელ მესიმ დატოვეს, ჩემპიონატს ასეთი ფეხბურთელები სჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთან ასეთი მოთამაშეების გადმოსვლა".

"განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი "რეალში" გადადიან - კლუბში, რომელშიც ვთამაშობდი", - ციტირებს ალბიოლის სიტყვებს AS.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს ლიონელ მესი "ბარსელონადან" "პსჟ"-ში გადავიდა, "რეალი" კი მბაპეს ხელში ჩაგდებას აქტიურად ცდილობდა, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა.