ავტორიზაცია

რეალი მომავალ ზაფხულს 3 სუპერტრანსფერის გაჩარხვას გეგმავს — MARCA

რეალი მომავალ ზაფხულს 3 სუპერტრანსფერის გაჩარხვას გეგმავს — MARCA
თარიღი 02 სექ 2021, 21:50

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა მომავალი წლის ზაფხულში შემადგენლობის სერიოზულად გაძლიერებას აპირებს.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა Marca იტყობინება, ესპანური გრანდი "პსჟ"-ს ფორვარდ კილიან მბაპეს და "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ პოლ პოგბას ხელში ჩაგდებას გეგმავს.

ორივე ზემოთაღნიშნული მოთამაშე 2022 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, თუ თავიანთ ამჟამინდელ კლუბებს ახალ კონტრაქტებზე ვერ შეუთანხმდებიან.

ამასთანავე, "რეალს" "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ხელში ჩაგდებაც სურს.

ნორვეგიელი მადრიდულ გრანდში თამაშის პერსპექტივით შეპყრობილია. "სამეფო კლუბში" მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებებში პრობლემები არ წარმოიშვება, რადგან კლუბს "დორტმუნდთან" კარგი ურთიერთობა აქვს.