VIDEO: საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა და ბოლო ადგილზე გადავიდა
ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებებს შორის.
მატჩი ორივე გუნდის დაზვერვით დაიწყო და პირველი წუთები მომენტები არცერთი ნაკრების კართან არ იქმნებოდა.
მე-18 წუთზე კოსოველთა შეტევას და ჩაწოდებას დავით ხოჭოლავას ავტო-გოლი მოჰყვა.
სამწუხაროდ, ქართველები გაშვებული გოლის შემდეგაც ვერ გააქტიურდნენ.
მეორე ნახევარში ვილი სანიოლმა ცვლილებები განახორციელა და შეტევა გააძლიერა. შეცვლაზე შემოსული გიორგი მიქაუტაძის დარტყმა მეკარემ მოიგერია.
კოსოვომ საქმე ბოლომდე მიიყვანა, ანგარიში შეინარჩუნა და ბათუმი არენაზე 1:0 გაიმარჯვა.
ჯგუფში საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი ქულა აქვს და ბოლო პოზიციაზეა.