ავტორიზაცია

VIDEO: რეალის ახალწვეულმა საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში შორიდან გაისროლა

თარიღი 02 სექ 2021, 22:03

საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრები 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ჩრდილოეთ მაკედონიას მასპინძლობს და ანგარიშით 2:0-ს ამარცხებს.

აღსანიშნავია, რომ მეორე გოლი ედუარდო კამავინგამ გაიტანა, რომელიც გასულ ზაფხულს "რენიდან" მადრიდის "რეალს" შეუერთდა.

ახალგაზრდა ფრანგი შუახაზელის შეძენა „სამეფო კლუბს“ 31 მილიონი ევრო და ბონუსები დაუჯდა, რომლითაც თანხა შესაძლოა 40-მდე გაიზარდოს.

კამავინგას შეძენისთვის „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „პარი სენ-ჟერმენიც“ იბრძოდნენ, თუმცა მბაპეს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, „რეალმა“ სრული ყურადღება თინეიჯერზე გადაიტანა და ტრანსფერიც დახურა.

ფრანგმა „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. ცნობისთვის, ის კასტილიაში დარეგისტრირდა, თუმცა პირველ გუნდში ითამაშებს - ამის დახმარებით, „რეალს" ლა ლიგაში კიდევ ერთი ფეხბურთელის დარეგისტრირების საშუალება ეძლევა.