ავტორიზაცია

დი მარია: "მოურინიო გიჟია, მისთვის სულერთია, ვინ ხარ. ერთხელ რონალდუც გალანძღა"

დი მარია: "მოურინიო გიჟია, მისთვის სულერთია, ვინ ხარ. ერთხელ რონალდუც გალანძღა"
თარიღი 02 სექ 2021, 23:55

"პსჟ"-ს შემტევმა ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობის ქვეშ "რეალში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

"მოურინიო გიჟია, მაგრამ მე ყოველთვის კარგად მელაპარაკებოდა. მაგრამ შეიძლებოდა ნებისმიერისთვის "გადაევლო", მისთვის სულერთი იყო, ვინ იყავი".

"ერთხელ რონალდუ გალანძღა, აუხსნა, რომ მის გამო მთელ გუნდს სირბილი უწევდა", - ციტირებს არგენტინელის სიტყვებს TyC Sports.

ცნობისთვის, 33 წლის სამხრეთამერიკელი "სამეფო კლუბის" ღირსებას 2010 წლიდან 2014 წლამდე იცავდა.

თავის მხრივ, შეგახსენებთ, 58 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი მადრიდულ გრანდს სათავეში 2010 წლიდან 2013 წლამდე ედგა.