კულუშევსკი: "ესპანეთი უფრო დიდი ანგარიშით უნდა დაგვემარცხებინა"
შვედეთის ნაკრების და „იუვენტუსის“ შემტევმა, დეიან კულუშევსკიმ, ესპანეთთან გამარჯვება (2:1) შეაფასა.
„სიმართლე გითხრათ მართლა მგონია, რომ იმაზე ძლიერები ვართ, ვიდრე საკუთარი თავი მიგვაჩნია. ესპანეთი უფრო დიდი ანგარიშითაც უნდა დაგვემარცხებინა, ამ შედეგით ვამაყობ.
ახლა მართლა ძლიერი გუნდი გვყავს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი მოვლენაა, რაც კი ცხოვრებაში გადამხდენია.“ - ციტირებს კულუშევსკის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი სტოკჰოლმში სტადიონ „ფრენდს-არენაზე“ გაიმართა და შვედების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
შვედეთმა ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო და ჯგუფში 9 ქულით პირველ ადგილს იკავებს. ესპანეთი მეორეზეა, 4 მატჩში მოპოვებული 7 ქულით.
შემდეგ ტურში შვედეთი საბერძნეთს დაუპირისპირდება, ესპანეთი კი საქართველოს დაუხვდება.